მთავარი > PR > საზოგადოების აზრი და PR

საზოგადოების აზრი და PR


       

    არასოდეს ესეთი ძალა არ ჰქონია საზოგადოებრივ აზრს როგორიც ამჟამად აქვს.  დემოკრტიულ ქვეყნბნებში საზოგადოებრივი აზრი მოქმედებს სახელმწიფო  პოლიტიკაზე, საკანონმდებლო პროცესებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, საარჩევნო  კამპანიების დინამიკაზე, ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში, სხვადასხვა  კულტურული ღონისძიებების ჩატარებაში, სხვა სიტყვებით, საზოგადოებრივი  აზრი – ეს ძლიერი დინამიკური ძალაა. ამიტომ PR–ის მნიშვნელოვანი ნაწილის დანიშნულებაა, ემსახუროს ორგანიზაციებს, გაიგოს საზოგადოების აზრი და პროფსიონალურად იმუშაოს მასთან.

     თუმცა ეს არც ისე იოლია. საზოგადოების აზრი ყოველთვის არ შეესაბამება  ლოგიკის კანონებს. ვინც ისწრაფვის საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისათვის, ბოლოს მიაღწევს სასურველ შედგს პრობლემის გადაწყვტაში. ამიტომ ნბისმიერი ორგანიზაცია საზოგადოებრივ აზრს ანგარიშს უნდა უწევდეს  და კავშირი ჰქონდეს „თავის“ სხვადასხვა შიდა და გარე საზოგადოებრივ ჯგუფებთან.

ყვეალ შემთხვევაში საზოგადოებასთან კავშირის პროგრამა გათვალისწინბულია იმაზე, რომ:

1) ხალხი დაარწმუნოს შეცვალოს თავისი აზრის პრობლემის, საქონლის, ოგრანიზაციის ან ცალკეული პირის მიმართ;

2) უნდა მოახდინოს ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრის კრისტალიზაცია;

3) გააძლიროს არსებული საზოგადოებრივი აზრი;

ამიტომ, PR–ის სპციალისტები ვალდბულნი არიან, ღრმად ჩწვდნენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მექანიზმს, გაანალიზონ როგორ იმოქმედებს მათზე კომუნიკაციური საშვალებანი.

   „ საზოგადოებრივი აზრი“ ნიშნავს ინდივიდების შეხდულებათაბ თავმოყრას გარკვეული პრობლემების მიმართ. როგორც ედუარდ ბერნაიზი აღნიშნავდა, საზოგადოებრივი აზრი ეწოდება „ინდივიდუალურდ მოძრავ და არამდგრად შეხდულებათა თავმოყრას“. პრისტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰარვუდ ჩაილდზმა, გაანალიზა ორმოცამდე ცნობილი განსაზღვრება საზოგადოებრივი აზრის შესახებ და ყველაზე მოხერხებულად ჩათალა შემდეგი: „ საზოგადოებრივი აზრი –  ეს არ არის რაღაც ერთის დასახელება, არამედ არის რაღაც რაოდენობის კლასიფიკაცია“

     საზოგადოებრივი აზრი შედგება ორი კომპონენტისგან – საზოგადოებისა და აზრისაგან. საზოგადოება როგორც ხალხის ჯგუფი, გაერთიანებულია საერთო ინტერესებით გარკვეულ სფეროში, ხოლო აზრი კი წარმოადგენს ადამიასნის მიერ კონკრეტული საკითხის გამოხატვას. როცა აზრი საკმაოდ მიზანმიმართულად ჩამოყალიბებეულია, ისინი იწყებენ ვერბალურ ან სამოქმედო აქტებს.

   აქდან გამომდინარე, საზოგადოებრივი აზრი წარმოადგნს  საერთო პრობლემის შესახებ აზრთა თავმოყრას, ანუ სხვა სიტყვებით, ის წარმოადგენს თავისებურ კონსესუსს, რომლიც წარმოიშობა ერთნაირი პრობლემით გაერთიანებულ ადამიანებს შორის. საზოგადოებრივი აზრი ეს „ ინდივიდუალური აზრების დამთხვევაა“, რაღაც გარკვეული ჯგუფის ადამიანებისთვის. საზოგადოებრივი აზრი არ არის სტატიკური, ის დიმნიკური პროცესია, აზრების შეთანხმებაა, რომლებიც ხელს უწყობს მოქმედების მიმართულებას.

   საზოგადოებრივი აზრი აღიძრება შიდა ჯგუფის ხალხში, ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, უთანხმებენ პრობლემებს და  სიტუაციიდან გამოსავალსაც ნახულობენ. თვითეული ინდივიდის აზრი სოციალური პრობლემის შესახებ, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საზოგადოებრივ განხილვაზე. ამიტომ კომუნიკაციას შემთხვევით არ აყენებენ ერთ სიბრტყეში აზროვნებასთან ერთად. კომუნიკაცია საჭიროებს აზროვნებასთან ერთიანობას და პირიქით.

   ფიარ თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები სწავლობენ საოგადოების აზრს და ისახავენ პრაგმატულ : როგორ წარმართონ საზოგადოების აზრი სასურველი მიმართულებით . ფიარ სპეციალისტები საზოგადობრივ  აზრს შემდეგი მახასიათებლის მიხდვით ყოფენ.

   აზრის მიმართულებით, რომელიც ასახავს პრობლმის ხარისხს შემდეგი ტიპის პასუხებით: „დადებითი – უარყოფითი – გულგრილნი“ , ან „მომხრე – წინააღმდეგი – ვერ გარკვეულა“,  „მომხრე – წინააღმდეგი – პირობის დამცველი“ . ყველაზე გამარტივებული ფორმაა „დიახ“ ანდა „არა“, ანკეტის პასუხებისთვის.  მთლიანობაში მიმართულების დაზუსტება წარმოადგენს  საზოგადოების აზრის ყევლაზე გავრცელებულ განზომილებას, რომელიც აინტერესებთ არამარტო ფიარმენებს.

   აზრის ინტენსივობით,  რომელიც წარმოადგენს იმის მაჩვენებელს, თუ რა ძალა აქვს საზოგადოებრივ  აზრს მისი მიმართულების მიუხედავად,  საზოგადოების აზრის ინტენსივობის განზომილების ფორმად გამოდგება რესპონდენტების პასუხები ანკეტის შეკითხვებზე  – „მთლიანად გეთანხმები – გეთანხმები – სულ ერთია – არ ვარ თანახმა –  აბსოლიტურად არ გეთანხმები“.

  აზრის სტაბილურობით,  ხანგრძლივი დროის განმავლობაში რესპონდენტების უმეტესი ნაწილი გრძნობებს ამჟღავნბს ერთი და იმავე მიმართულებით და ინტენსივობით, სტაბილურობის ფიქსაციით.

   ამრიგად ფიარ მენეჯერი უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრს შესწვლით დაკავბული და მათი კვლევების შესაბამისად მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება კომპანიის ინტერესებთან მიმართებაში.

  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი