მთავარი > ბიზნესი > თანამედროვე მენეჯმენტი

თანამედროვე მენეჯმენტი


 ორგანიზაცია და მენეჯერები
 მენეჯერები მუშაობენ ორგანიზაციაში და წარმართავენ  ორგანიზაციულ სამუშაოებს. ორგანიზაცია ეს არის  ადამიანთა გაერთიანება, რომლებიც  მოქმედებენ  კოონდინირებულად წინასწარ დასახული მიზნების  მისაღწევად. რობინ ს. პ. (1991) ორგანიზაციას განსაზღვრავს როგორც: “ხალხის სისტემური მოწყობა, რომლებიც ასრულებენ სპეციფიკურ მიზნებს”. ჩვენ შეგვიძლია დავყოთ ორგანიზაციის წევრები 2 კატეგორიად: მენეჯერები და ოპერატიული მუშაკები. მენეჯერების ძირითადი განსხვავება ოპერატიული მუშაკებისგან არის ის, რომ მენეჯერები ხელმძღვანელობენ მათ მოქმედებებს.
არსებობს მენეჯერთა ორი დიდი კლასიფიკაცია: ჰორიზონტალური და ვერტიკალური. ჰორიზონტალური კლასიფიკაციისას მთლიანი სამუშაო იყოფა კომპონენტებად და თითოეული მმართველის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ იმ დარგით რომელშიც იგი მუშაობს. ჩვენ შეგვიძლია გავმიჯნოთ ფუნქციონალური მენეჯერი და გენერალური მენეჯერი. ფუნქციონალური მენეჯერია პასუხისმგებელი მხოლოდ იმ დარგში, რომელიც მის მმართველობაშია. მაგალითად, ფინანსური მენეჯერი, კომერციული მენეჯერი და ა.შ. ხოლო გენერალური მენეჯერი პასუხს აგებს მთლიანად საწარმოზე.
ახლა ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ განსხვავებას წარმატებულ და ეფექტურ მენეჯერს შორის. როგორც ლუთენს ფ. ამბობს, წარმატებული მენეჯერობა არ არის საკმარისი რომ იყო ეფექტური მენეჯერი. წარმატებული არის მენეჯერი, ვინც დაწინაურდა უფრო სწრაფად ვიდრე მოელოდა, ხოლო ეფექტური მენეჯერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციული მიზნების მიღწევა.
მენეჯერის საქმე
პირველი, ვინც მოგვცა გლობალური ხედვა მენეჯერის საქმიანობაზე იყო ჰენრი ფაიოლი. მან დაადგინა, რომ მენეჯერები წარმოდგენილნი არიან შემდეგი მართველობითი ფუნქციებით:
1.დაგეგმვა
2.ორგანიზაცია
3.მოტივაცია
4.კონტროლი
დაგეგმვის კომპონენტი გარს აკრავს განსაზღვრულ მიზნებს, ადგენს სტრატეგიას და ავითარებს განსხვავებულ გეგმებს, რათა კოორდინაცია გაუწიოს მოქმედებებს. მენეჯერები არიან პასუხისმგებელნი ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნაში, რომელიც ადგენს თუ რა ფუნქციები უნდა შესრულდეს და ვის მიერ. მენეჯერის საქმიანობა შეიცავს დაქვემდებარებული პერსონალის მოტივაციას, კონფლიქტების გადაჭრას და ეფექტური საკომუნიკაციო არხების არჩევას. გასათვალისწინებელია, რომ ეფექტური მენეჯერი უნდა ასრულებდეს ოთხივე ფუნქციას ერთდროულად.
კრიტიკული ოსტატობა დაკავშირებული მენეჯერულ კომპეტენციასთან
70-იან წლებში რობერტ კატსი ეცადა ეპოვა პასუხი კითხვაზე: რა არის კრიტიკული ხელოვნება, რომელიც დაკავშირებულია მენეჯერულ კომპეტენციასთან? მან აღმოაჩინა, რომ მენეჯერები ფლობენ 4 კრიტიკულ მენეჯერულ ოსტატობას. ეს ოსტატობა შეგვიძლია დავყოთ 2 დიდ ჯგუფად. ძირითადი ოსტატობა და სპეციფიკური ოსტატობა. მენეჯერები უნდა ფლობდნენ:
>კონცეპტუალური ოსტატობა: უნარი გაანალიზოს კომპლექსური სიტუაცია და მოიმარაგოს საჭირო ცოდნა, რათა გაუადვილდეს გადაწყვეტილების მიღება;
>შიდა პერსონალური ოსტატობა: როგორც მენეჯერმა, უნდა შეძლოს უხელმძღვანელოს სხვებს. ამისათვის საჭიროა მოტივაცია, კომუნიკაცია და დელეგაციური ოსტატობა.
>ტექნიკური ოსტატობა: უნარი, რომ დაეყრდნოს სპეციალიზებულ ცოდნას და ექსპერტიზას;
>პოლიტიკური ხელოვნება: საჭიროა უნარი, წარმართოს კანონიერი ურთიერთობები პერსონალთან. ეს ურთიერთობა იძლევა მაღალ შანსს რესურსებით უზრუნველყოფაში და გაძლიერებაში.
გადაწყვეტილების მიღების ხელოვნება
მენეჯერები არიან გადაწყვეტილების მიმღებები. ადვილია მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ძნელია მიიღო სწორი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღება არის ფორმალური დადგენა, როგორც პროცესის იდენტურობა და პრობლემების გადაჭრა. პროცესი შედგება ორი მთავარი ეტაპისგან: პრობლემების იდენტურობა და პრობლემების გადაჭრა.
მენეჯერი უნდა ეცადოს გამოიყენოს სისტემური პროცედურები, თუ უნდა სწორ გადაწყვეტილებამდე მისვლა. პრაქტიკაში არის ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემა. საჭიროა, იმის დადგენა, თუ რა არის არასწორი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი:
>შეზღუდული ყურადღება
>შეზღუდული მეხსიერება
>შეზღუდული აზროვნება
>შეზღუდული კომუნიკაცია
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეფექტური მენეჯერი, გადაწყვეტილების მიღებისას, დიდ ყურადღებას უთმობდეს შემდეგ პუნქტებს:
>ინტუიცია თამაშობს მნიშვნელოვან როლს გადაწყვეტილების მიღებაში
>ეფექტურმა მენეჯერმა იცის, როგორ გააერთიანოს შიდა და გარე რესურსები
>შემოქმედებითობა არის სასიცოცხლოდ მთავარი, რომ მოძებნო ალტერნატივები კრიზისის დროს
>ეფექტურმა მენეჯერმა არ უნდა უყუროს მხოლოდ მოკლევადიან მოგებას.
კონფლიქტების მენეჯმენტის ხელოვნება
ეფექტურმა მენეჯერმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად კონფლიქტის გადაწყვეტა და ამით დაეხმაროს ორგანიზაციას გაზრდაში. კონფლიქტები არ არის ყოველთვის ნეგატიური და შეუძლია დაამტკიცოს პოზიტიური შედეგების არსებობა. ეფექტურ მენეჯერს შეუძლია დააბალანსოს დახვეწილი ურთიერთობები და იმუშაოს, რომ მართოს კონფლიქტი ყურადღებით. კონფლიქტი შეიძლება დანახულ იქნას როგორც მართვადი ან გადასაწყვეტი. ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი კონფლიქტების გადაწყვეტის დარგში ამბობს: “გადაწყვეტილება ნიშნავს დასრულებულ კონფლიქტს ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით, რომელიც აღწევს პრობლემის საფუძველს”.
კონფლიქტის თავიდან აცილება არ არის მარტივი ზოგიერთ ორგანიზაციაში, ამიტომ ეფექტურ მენეჯერს ამზადებენ იმისათვის, რომ წინასწარ განსაზღვროს ორგანიზაციის მომავალი. ეფექტური მენეჯერი უნდა შეთანხმდეს მნიშვნელოვან საკითხებზე და მისცეს რჩევა თანამშრომლებს.
კონფლიქტები დგება მაშინაც, როცა თითოეული მომსახურე არ იღებს სათანადო ყურადღებას ორგანიზაციაში. იმისათვის, რომ მენეჯერმა შეძლოს ეფექტური მოქმედება კონფლიქტების დროს, მან უნდა გამოიყენოს აგრეთვე კერნის მოდელი “პერსონალის ეფექტიანობის ამაღლების 5 მეთოდი”. ესენია: გადასახადები, ანალიზი, სამოქმედო გეგმის შედგენა, მოქმედება და წესრიგში მოყვანა.
მოქნილობა და შემოქმედებითობა
დღესდღეობით ბიზნესის გარემო საგრძნობლად შეიცვალა. იგი გახდა უფრო სწრაფი და უფრო კომპლექსური. მენეჯერებს უფრო მეტი პრობლემების გადაჭრა უწევთ შეზღუდულ პერიოდში. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი აბრაამ ზელენზიკი ამბობს: “რაც არ უნდა პროფესიონალურად დაგეგმო საქმიანობა, როცა შეუდგები მის შესრულებას, უამრავი გაუთვალისწინებელი პრობლემა იჩენს თავს. ამასთან, ამ პრობლემების გადაწყვეტას ვერ შეძლებ ეფექტურობის მოძველებული მიდგომებით”. აქედან გამომდინარეობს, რომ ბიზნესის წარმართვა წარმოუდგენელია მუდმივი განვითარების გარეშე. მოქნილობა განისაზღვრება შემდეგნაირად: “ეს არის უნარი განსხვავებულ სიტუაციებში ცვლილებების განხორციელების, რაც ორგანიზაციას წარმატებას მოუტონს”. საინტერესოა, რა ფაქტორები მოქმედებენ მასზე. პირველი ინფორმაციის მოცულობის ზრდის სურვილია, რომელიც მენეჯერს ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მეორე არის ტექნიკის სწრაფი ზრდა ყოველ წელს და მესამე  ინტერნაციონალიზაციაა.
შემოქმედებითობა არის ახალი და ეფექტური იდეების წარმოება ან გამოყენება. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ შემოქმედებითობაზე, ვგულისხმობთ ხალხს, რომლებიც არიან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულები, განსხვავებულები სხვებისგან მათი ტალანტით, აქვთ იდეები, იღებენ გადაწყვეტილებებს ყოველდღიური ცხოვრებაში. კულტურაში შემოქმედებითი ადამიანები ასოცირდებიან ბახთან, ვან გოგთან, აინშტაინთან და ა.შ., ბიზნესში კი ისეთ ადამიანებთან, როგორიც არიან სტივ ჯონსი (თანადამაარსებელი “Apple computer”-ის), ბილ გეიტსი (“Microsoft”-ის დამაარსებელი), ჯეკ უელჩი (“General electrics”). დღევანდელი შემოქმედებითობა არის გზა ფიქრისკენ, გზა – გააერთიანონ ხედვები და იდეები ადამიანებთან ურთიერთობებში და ბიზნესში.
კომუნიკაციის ხელოვნება
კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ორგანიზაციის განვითარებისათვის. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია კომუნიკაცია მენეჯერებსა და მასზე დაქვემდედარებულებს შორის.  ბოლო წლებში, ტექნიკის განვითარების გამო, მენეჯერები იყენებენ კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდებს. ესენია:  სატელეფონო, შეხვედრები, ფორმალური პრეზენტაციები, ტრადიციული ფოსტა, რადიო, ტელევიზია, ელექტრონული ფოსტა, კომპიუტერული კონფერენციები და ვიდეო კონფერენციები და ა.შ.
ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ორგანიზაციაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მენეჯერები, რომლებიც უნდა იყვნენ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულნი და  იმოქმედონ კოორდინირებულად დასახული მიზნების მისაღწევად.
ლევან ბერიაშვილი
Advertisements
  1. 09/12/2012, 17:19

    რობინ ს. პ. ვინ არის ვრცელი სახელი და გვარიი მითხარით: ))

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: