მთავარი > მარკეტინგი > საზოგადოება და ბიზნესი

საზოგადოება და ბიზნესი

 

    წარმატებული ბიზნესი მჭიდროდაა დაკავშირებული არამარტო მომხმარებელთან, არამედ მთელს საზოგადოებასთან. დიდი ბიზნეს მესბვეურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კორპორაციას შეიძლება ჰქონდეს ყველაფერი; კაპიტალი, მუშა ძალა, ნედლეული, მაგრამ წარმატება შეუზლებელი იქნება, თუ საზოგადოების იგნორირებას მოახდენს. ჭკვიანური მენეჯმნტის სისტემა უნდა იყოს საზოგადოების აზრის ზეგავლენის სფეროში.

PR ჩამოყალიბდა მარკეტინგის დამოუკიდებელ ქვესისტემად, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ბაზარი. PR ბიზნესში განვითრებას იწყებს XX საუკუნის დასაწყისიდან. ეს განაპირობა მთელმა რიგმა მიზეზებმა,  რომელთა შორის გამოიყოფა შემდეგი:

“პირველი– ურთიერთობის გართულება მწარმოებლებსა და საზოგადოების ფართო ფენეს  შორის, რაც, თავის მხრივ, მწარმოებლის მზარდმა ინდუსტრიალიზაციამ გამოიწვია. ინდუსტრიულ ერაშ უპირატესად ვითარდებოდა  მატერიალური წარმოების სფერო, რასაც ხშირად თან სდევდა საზოგადოების ინტერესების უგულებელყოფა.  მომხმარებლისათის მასობრივი წარმოების  განვითრების საწყის ეტაპზე ნელ–ნელა გამოიკვეთა საზოადოების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობა, ის რომ არ შეიძლებოდა ბიზნესის წარმოება მომავალი თაობებს ხარჯზე, მთელი საზოგადოების საზიანოდ. საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებისათვის, ცხადია, საჭირო გახდა მათთან საქმიანი ურთირთობის დამყარება და მისი შემდგომი განვითარება–სრულყოფა. მაშასადამე საზოგადოებასთან ურთიერთობის ცნების, თანამედროვე გაგებით, არსებობის საწყისი ეტაპი რომელიც უშვალოდ უკავშირდება სოციალური მარკეტინგის კონცეფციის ჩასახვის პერიოდს.

მეორე– მასობრივი ინფორმაციის საშვალებების გავლენის გაძლიერება საზოგადოებაზე, რასაც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო თვითღირებულების შემცირება. მასობრივი ინფორმაციის საშვალებების გაიაფებამ მკვეთრად გაზარდა მათი გავრცელების არეალი და გააძლიერა ზემოქმედება მთელს საზოგადოებაზე. ბიზნესში დასაქმებული ადამიანებს ეს ბუნებრივია, არ დარჩათ შეუმჩნეველი და აქტიურად დაიწყეს საზოგადოებასთან საქმიანი კომუნიკაციების სფეროში მასობრივი ინფორმაციის საშვალებების გამოყენება.

მესამე– კონკურენციის გაძლიერება ბაზარზე, რამაც აიძულა მეწარმეები უფრო მეტად ეზრუნათ საწარმოების იმიჯზე. კონკურენტულმა გარემომ უბიძგა მეწარმებებს საზოგადოებასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისა და მის შემდგომ განვითარებაზე. საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი, ეფექტიანი გზების გამოძებნა ეხმარებოდა და დღესაც ეხმარება საწარმოებს, რომ  ბაზარზე არსებული მრავალრიცხოვანი პროდუქციიდან მომხმარებლის ცნობიერება გადართოს თავის პროდუქციაზე“.

ბიზნესისი პრობლემა ყოველთვის არის დაკავშირებული პოტენციურ ან რეალურ კლიენტებთან მუშაობაზე. ბიზნესს აქვს არა მარტო გარე კომუნიკაციური ამოცანები არამედ შიდა, რომელთა შორის აღსანიშნავია: ნდობის ატმოსფეროს შექმნა დამქირავებელსა და მომსახურეს შორის, მუშაობა კონფლიქტების გარეშე, ჯამრთელი გარემოს შექმნა, წარმატების მიღწევა საწარმოსათვის, მომავლის ოპტიმისტური განწყობის შთაგონება.

ასეთი ჰარმონიული ურთიერთობა აქვს სხვადასხვა ფირმებს. მაგალითად, კომპანია  “AT&T” რომელიც ყოველთვიურად 250 ათასიდან თვითოეულ ოჯახს უგზავნის საკუთარ ჟურნალს, მყარდება ურთიერთობა ორგანიზაციის ხემძღავანელსა და პერსონალს შორის ( საქართველოში მაგთიკომი თავის აბონენტებს ყოველ კვარტალში უფასოდ ურიგებს ჯურნალ  „მუდმივი კავშირის სამყარო“).

ბიზნესში კარგი იმიჯისათვის ფულს იხდიან. ასე, მაგალითად, შვეიცარიელი ფირმის „ნესტლე“–ს ყიდვისას გადახდილი იყო 2,55 მილიარდი ფუნტი სტერლინგი, რომლის მეხუთედი ნაწილი შეადგენდა რეალურად ფიზიკური ობიექტების  ღირებულება და ა.შ. ბევრი მაგალითის მოყვანა შიძლბა „პილიპ მორისმა“  იყიდა ფირმა „ კრაფტი“, გადაიხადა 12,9 მილიონი ამერიკული დოლარი და მხოლოდ მთელი თანხის ერთი მეოთხედი მოდიოდა მატერიალურ ფასეულობაზე.

Advertisements
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: