მთავარი > მარკეტინგი > როგორ შევარჩიოთ წარმომადგენელი ინტერნეტისთვის

როგორ შევარჩიოთ წარმომადგენელი ინტერნეტისთვის

 ნებისმიერი ბიზნესისათვის, მიუხედავად მისი წარმოებისა თუ მომსახურებისა, არის მონოპოლისტი თუ მჭიდრო კონკურენციის მონაწილე, ძალზედ მნიშვნელოვანია მომხმარებელთან და ბაზართან ეფექტური კომუნიკაციის აწყობა და წარმართვა. ხოლო დღევანდელ დღეს კი თანამედროვე სამყაროში ძალზედ მნიშვნელოვანია ინტერნეტში სწორი მარკეტინგული კომუნიკაციის წარმართვა.
ამიტომ ინტერნეტში წარმომადგენლის შერჩევა უაღესად მნიშვნელოვანია .

მაგალითად თუკი ჩვენ ვქმნით წარმომადგენლობას facebook–ზე, საჭიროა მუდმივი კონტროლი და მომხმარბლების იმფორმირებაა კომპანიის სიახლეებით, დასმულ შეკითხვებზე დროული და ამომწურავი პასუხების გაცემა, კორექტულობა, საკითხისადმი კომპეტენტურობა და ლმობიერი მოპყრობა დეტრაქტორების მიმართ. წინააღმდე შემთხვევაში, ანუ თუკი შეკითხვებს არ ვუპასუხეთ, არ ვიყავით კომპეტენტურები და კორექტულები, გაიზრდება დეტრაქტორთ რაოდენობა, დაიკარგება მანამდე არსებული ლოიალური მომხმარებლების რაოდენობაც და საერთოდაც დამღუპველი შეიძლეაბა აღმოჩნდეს არაკომპეტენტური წარმომადგენლის დანიშვნა სოციალურ ქსელებში. იგივე დამოკიდებულებაა ასევე ფორუმებზე წარმომადგენლის შერჩევის შემთხვევაში.
ეს პრობლემა დღეს ნამდვილად არსებობს ქართულ რეალობაში, კომპანიის ხემძღვანლობა ვალდებულებას აკისრებენ PR მენეჯერებს, რომ გახსნან წარმომადგენლობა სოციალურ ქსელებში და მოახდინონ პროდუქციის\მომსახურების რეკლამა და PR–ი ინტერნეტში, ხოლო PR ნემეჯერის დამოკიდებულება საკითხისადმი შესაძოა ვერ იყოს სრულყოფილი (გადატვირთული სამუშაო აგრაფიკი, ინტერნეტ მომხმარებლების არასათანადო შეფასება და შესაბამისი მიდგომა). რადგანი ინტერნეტ რეკლამას\ PR–ს განსხვავებული მიდგომა, სპეციპიაკა და თავისუფალი დრო სჭირდება.
მე მინახავს შემთხვევა ფორუმებზე და facebook–ზე კომპანიის წარმომადგენლის არაკორექტულობა, არაკომპეტენტურობა და საუბარში ჟარგონული ტერმინოლოგიის გამოყენბა, რაც უარყოფითად აისახება კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციაზე. საკითხისადმი ესეთი მიდგომა კი ბადებს შეკიხვას რომ კომპანიის წარმომადგენელი ან მართლაც არაკომპეტენტური და არაკორექტულია, ან უბრალოდ მიაჩნია რომ ინტერნეტში მზგავსი ქმედება არ აისახება კომპანიის იმიჯზე, რეპუტაციაზე და გაყიდვების რაოდენობაზე, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ობიექტურობას. დეტრაქტორთა არმია იქაა სადაც საზოგადოებრივი აზრის გაცვლა მასზე ეფექტურად ვრცელდება ვიდრე ეს რეალურად ხდება. შეიძლება ვერ ნახო მეგობარი და ვერ ესაუბრო, მაგრამ დღეს ხომ ყელანი კომპიუტერით სარგებლობს? და უდიდეს იმფორამაციას გადასცემენ ერთმანეთს?!

ამრიგად ჩათვალეთ რომ თქვეს შესახებ ინფორმცია მოძრაობს ინტერნეტში, იხსნება თემები ფორუმებზე, მსჯელობენ facebook-ზე და ბლოგებზე. ამიტომ უმჯობესია აკონტროლოთ ინფორმაცია რომ ჭორებზე აგებული ცრუ იმფორმაცია არ გავრცელდეს. მაგრამ უმჯობესია ამისათვის ცალკე გამოყოთ კორექტული და კომპეტენტური წარმომადგენელი.

 

ავტორი: დავით გრძელიძე 

Advertisements
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: